LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თერაპიული სესიების პარკში – ავსტრიაში საინტერესო საზაფხულო პროგრამა დაიწყეს

118
thumb_1024x663_psychology-in-the-park-11zon

ავსტრიაში, ქალაქ გრაცში მცხოვრებლები ცენტრალურ პარკში ფსიქოთერაპევტის უფასო კონსულტაციის მიღებას შეძლებენ. ამ გზით მერიას სურს, რომ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს და ისიც აჩვენოს, რომ ასეთი დახმარების მიღებაში სასირცხვილო არაფერია. ინფორმაციას ამის შესახებ The Mayor ავრცელებს.

მსურველები შეძლებენ, რომ სპეციალისტთან მივიდნენ და პარკშივე გაესაუბრონ. ფსიქოთერაპევტი სეანსს ჩაატარებს და იმ მიდგომებზე ისაუბრებს, რომელსაც ის მუშაობის დროს იყენებს.

გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში თერაპევტი ადამიანებს იმასაც აუხსნის, თუ რა მხარდაჭერის მიღებას შეძლებენ მომავალში.
პროექტი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

ამასობაში, კრაკოვში გაჩნდა სკამი სადაც მსურველებს უცნობებთან შეუძლიათ საუბარი. სკამი მარტოხელა ადამიანებს სოციალური ცხოვრების დალაგებაში უნდა დაეხმაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები