LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla 10 ყველაზე ძვირფას ავტომწარმოებლის სიაში მოხვდა

72

კომპანია Tesla Motors, პირველად მისი ისტორიის მანძილზე, მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი საავტომობილო ბრენდების ათეულში მოხვდა და იქედან ფაქტიურად გამოაგდო Lexus. ამერიკული ელექტროავტომობილების მწარმოებლის ღირებულება შეადგენს 4.4 მილიარდ აშშ დოლარს. აღნიშნული მონაცემები წარმოდგენილია ყოველწლიური ბრენდული მარკების BrandZ-ის რეიტინგის ტოპ-100-ში, რომელსაც აწარმოებს კომპანია Millward Brown. ავტოკრიტიკოსების აზრით, Tesla-ს ზრდა უმეტესწილად გამოიწვია არც ისე დიდი ხნის წინ მის მიერ შექმნილმა ელექტროქარმა – Model 3-მა, რომლის ფასიც 35 ათას აშშ დოლარამდე მერყეობდა. ამ მოდელმა კომპანიას საკმაო პოპულარობა მოუტანა და ავტობაზარზე მისი პოზიციებიც დაწინაურდა.

,,Tesla – ესაა ფაქტიურად სხვა რამ, ვიდრე ჩვეულებრივი, მორიგი მდიდარი ავტომწარმოებელი. მათ ფაქტიურად განაახლეს ელექტროავტომობილი და შევიდნენ არც ისე მკაცრ ავტობაზარზე, რის შემდეგაც მათ ანონსი გაუკეთეს ძლიერ მოდელს, რომელმაც უფრო დიდი ინტერესი აღძრა. Tesla იზრდება ისე, როგორც თავის დროზე ეს Apple-მა ან Facebook-მა შეძლო. წარმოუდგენელია!’’ – აღნიშნავს Millward Brown-ის ანალიტიკოსი Peter Walsh-ი.

ყველაზე ძვირფასი ავტომობილების ოთხეულში, კომპანია ტოიოტა შეფასდა 29.5 მილიარდ აშშ დოლარად, ორი პროცენტით მოხდა მათი ზრდა ბოლო წლის განმავლობაში. მეორე და მესამე ადგილებზე, როგორც 1 წლის წინ არიან კომპანიები: BMW და Mercedes-Benz, რომელთა ღირებულებამაც შეადგინა 26.8 და 22.7 მილიარდი აშშ დოლარი. 2 პროცენტით მეტი წინა წელთან შედარებით. გარდა Tesla-ს კომპანიისა ტოპ 10-ულში დაწინაურდა ავტომწარმოებელი – Porsche, რომელიც შეფასდა როგორც 4.4 მილიარდ დოლარიანი კომპანია.

მთლიანი ღირებულება კომპანიების ’’Top 10”-დან დაეცა 139.9 მილიარდ აშშ დოლარამდე. აღნიშნული მაჩვენებლის შემცირება გამოიწვია კომპანია Honda-ს, Land Rover-ისა და Audi-ს შედეგებმა.

სტატისტიკა:

ადგილი ზოგად რეიტინგში კომპანია ღირებულება დინამიკა
1. (28) Toyota 29,5 მილიარდი აშშ დოლარი +2%
2. (33) BMW 26,8 მილიარდი აშშ დოლარი +2%
3. (39) Mercedes-Benz 22,7 მილიარდი აშშ დოლარი +4%
4. (74) Honda 13,2 მილიარდი აშშ დოლარი -1%
5. (75) Ford 13,1 მილიარდი აშშ დოლარი 0%
6. (92) Nissan 11,5 მილიარდი აშშ დოლარი +1%
7. (არ მოხვდა Топ-100) Audi 9,5 მილიარდი აშშ დოლარი -6%
8. (არ მოხვდა Топ-100) Land Rover 4,7 მილიარდი აშშ დოლარი -5%
9. (არ მოხვდა Топ-100) Porsche 4,4 მილიარდი აშშ დოლარი  —
10. (არ მოხვდა Топ-100) Tesla 4,4 მილიარდი აშშ დოლარი  —
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები