LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla 3 ახალ ელექტროქარს ამზადებს

128
Tesla 3 ახალ ელექტროქარს ამზადებს

კომპანია Tesla უახლოეს მომავალში სამ ახალ ელექტრომობილს გამოუშვებს. თავისი გეგმები ბრენდმა აქციონერთა ყოველწლიურ შეკრებაზე გააჟღერა. ღონისძიების დროს კონცერნის წარმომადგენლებმა აჩვენეს სლაიდები, სადაც ახალი მოდელები იყო წარმოდგენილი. ამასთან, სამი მანქანა ქსოვილით იყო დაფარული.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ გასაიდუმლოებულ მოდელთა შორისაა სერიული Roadster, ასევე რობოტიზირებული ტაქსი და კომერციული ფურგონი. თანაც, პირველი ორი მოდელის წარდგენა Tesla-ს 2024 წლის ბოლომდე შეუძლია.

Roadster-ის პრემიერა ჯერ კიდევ 2017 წელს შედგა. ელექტროქარის სერიული ვერსიის გამოშვებას კომპანია ამ წლის ბოლომდე აპირებს. მოსალოდნელია, რომ სიახლე ბრენდის ხაზში ყველაზე მოკრძალებული მოდელი გახდება. გავრცელებული ჭორების მიხედვით, ელექტრომობილი „ასამდე“ გახურებას წამზე ნაკლებ დროში შეძლებს.

რაც შეეხება უპილოტო ტაქსის, მას Tesla 8 აგვისტოს წარადგენს. ტაქსი ავტონომიური მართვის თანამედროვე სისტემას მიიღებს, რაც პროექტის ავტორებს მანქანის საჭის და მუხრუჭების გარეშე გამოშვების შესაძლებლობას მისცემს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები