LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ ბიუჯეტური ელექტროქარის გამოშვებაზე უარი თქვა. თუმცა, არის ნიუანსი

112
Tesla-მ ბიუჯეტური ელექტროქარის გამოშვებაზე უარი თქვა. თუმცა, არის ნიუანსი

Tesla ბიუჯეტურ ელექტროქარს არ გამოუშვებს. კომპანიამ 25 ათას დოლარიანი ავტომობილის შექმნის გეგმა შეცვალა. თუმცა, არის ერთი ნიუანსი: საუბარი ადამიანის მიერ მართულ ბიუჯეტურ ელექტრომობილზეა. ბიუჯეტური უპილოტო მოდელის შექმნაზე Tesla უარს არ ამბობს და ის ბაზარზე რამდენიმე წელში აუცილებლად გამოვა.

„ტესლას“ ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ოქტომბრის ბოლოს ინვესტორებთან საუბრისას განაცხადა, რომ ხელმისაწვდომი ელექტროქარის გამოშვება „უაზრობა“ იქნება, თუკი მანქანა სრულად ავტონომიური არ იქნება. „ეს სისულელე იქნებოდა“- დააზუსტა მან.

ანალიტიკოსთა აზრით, მასკმა უბრალოდ გაიაზრა რომ დააგვიანა: ბიუჯეტური „მწვანე“ ტრანსპორტის სეგმენტი მრავალრიცხოვან ჩინურ ელექტროქარებს აქვთ დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები