დღე გეომაგნიტურია. დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. აუცილებლად გაიზომეთ წნევა და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ მედიკამენტოზურ პროფილაქტიკას; ამასთანავე, ეცადეთ, ცოტა მეტად დაასვენოთ საკუთარი თავი.
ცის კაბადონზე საინტერესო მოვლენაა – პლანეტა ნეპტუნი, რომელიც ფანტაზიების, ინტუიციისა და შემოქმედების მმართველია, დღეიდან 16 ოქტომბრამდე ხდება რეტროგრადული (უკუმავალი) ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. ამ ზეგავლენის შედეგად, ეს მოვლენა ადამიანთა ცხოვრებაში განავითარებს ილუზიებს, ზედმეტ ფანტაზიებს, წარსულზე გადამეტებულ ფიქრს, ტყუილებისადმი მიდრეკილებასა და გადაჭარბებულ თანაგრძნობას. თუმცა, პერიოდი ასევე ხელს უწყობს ძველი ვალდებულებებისა თუ ვალების დაბრუნებას (ან მათ მოთხოვნას), ძველი, არასწორად წარმართული შემოქმედებითი პროექტებისა თუ ურთიერთობებისადმი მიბრუნებას და მათ გარკვეულწილად გამოსწორებასაც კი.
დღის რეკომენდაციები:
დღეს მოერიდეთ წესების დარღვევას, რადგან დაჯარიმების ტენდენცია საკმაოდ მაღალია. მოერიდეთ ქორწინებას, საფინანსო ოპერაციების ჩატარებას, კაპიტალდაბანდებებსა და ხელშეკრულებების გაფორმებას. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები შემდგომში აუცილებლად ახდება. სამაგიეროდ, დღე სასიკეთოა სწრაფად შესრულებადი საქმეებისთვის, ხელმძღვანელებთან კონტაქტისთვის, მგზავრობისთვის, საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, ასევე სპორტული ვარჯიშებისა და ღონისძიებებისთვის.
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის კუთხით საგრძნობლად სუსტდება თავის არე, სისხლძარღვოვანი სისტემა და გრძნობათა ორგანოები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული (გადაუდებელი) აუცილებლობის გარდა, დღეს არ არის მიზანშეწონილი. ნუ გადაღლით თვალებს და მოერიდეთ პლასტიკურ თუ სტომატოლოგიურ პროცედურებს.
სამაგიეროდ, მეტად ეფექტურია თირკმელების, ყელისა და ენდოკრინული სისტემის მკურნალობა.
დღის მინერალები და ფერები:
მინერალებიდან რეკომენდებულია ლალის, იაგუნდის, წითელი იასპის, ძოწისა და ბრილიანტის გამოყენება – ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.
ფერებიდან სასიკეთოა წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი ტონები. აღნიშნული ფერები, სამოსში გამოყენების შემთხვევაში (იქნება ეს ერთობლივად თუ ცალ-ცალკე კომბინაციაში), საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღევანდელი დღე დადებითია ვერძისა და ტყუპების ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით ნეგატიური და დაძაბულია პერიოდი ქალწულის, თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ნიშნებს, მათთვის დღე წარმატების კუთხით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.