LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (6-12 ივლისი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

174
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა კვლავ უარყოფით ენერგეტიკულ ველში იმყოფება, რის გამოც დაძაბული ტენდენციები ისევ ნარჩუნდება. ეს გავლენა აბსოლუტურად ყველა ზოდიაქოს ნიშანს შეეხება. სწორედ ამიტომ, მიმდინარე კვირა ყველამ მაქსიმალურად ფრთხილად, წინდახედულად და გონივრულად უნდა განვლოთ. მოერიდეთ ახალი, გრანდიოზული საქმეების დაწყებას, არ ჩაებათ კონფლიქტებში და განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ ჯანმრთელობას.

ვერძი:

ვერძებისთვის საკმაოდ დისჰარმონიული პერიოდია. თქვენი ჯანმრთელობა ჯერ კიდევ არამდგრადია, ამასთანავე, საგრძნობლად იჩენს თავს ფსიქოემოციური არასტაბილურობა. წინა პლანზე წამოიწევს საოჯახო საკითხები და ახლობელთა პრობლემები, რომელთა გადაჭრაც პირადად თქვენ მოგიწევთ. შესაძლოა, საგრძნობლად შემცირდეს ურთიერთგაგება თქვენსა და ოჯახის წევრებს ან სასიყვარულო პარტნიორს შორის.

ეს არის შემოქმედებითი კრიზისის პერიოდი. გარდა ამისა, არსებობს საფრთხე, რომ თქვენი საიდუმლო მოქმედებები საჯარო გახდეს, რაც დამატებით უსიამოვნებებს მოგიტანთ. მთავარია, ეს ყველაფერი მშვიდად მიიღოთ, არ აჰყვეთ ნერვებს, მაქსიმალურად აარიდოთ თავი კონფლიქტებს და გაუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ისე ახლობლების სიმშვიდეს.

კურო:

თქვენ ნამდვილად არ უჩივით ენერგოტონუსს, ხართ ჯანზე, აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი. შრომისუნარიანობა და ნებისყოფა სათანადო სიმაღლეზე გაქვთ, რაც ხელს უწყობს მრავალფეროვან კონტაქტებს, შეხვედრებს, მოლაპარაკებებსა და მგზავრობას. თუმცა, დედამიწის ნეგატიური ენერგოველი თქვენზეც მოახდენს გავლენას: მკვეთრად მატულობს დეზინფორმაციის, „ფეიკებისა“ და თქვენი მოტყუების მცდელობის ალბათობა. ნებისმიერი ინფორმაცია კარგად გადაამოწმეთ, ადვილად ნუ ენდობით ნურავის, ხოლო ხელშეკრულებების გაფორმებისას ყველა პუნქტს საგულდაგულოდ გადახედეთ. მგზავრობისა და მოგზაურობის კუთხითაც სიფრთხილე გმართებთ, ამასთან, სასურველია, გადადოთ უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკებებიც. ზოგიერთ კუროს შესაძლოა ნათესავებთან შეექმნას პრობლემები (მათ შორის, მემკვიდრეობის ნიადაგზე), რაც შეიძლება სასამართლო დავებშიც კი გადაიზარდოს. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა, რათა ეს ნეგატიური ტენდენციები მარტივად დაძლიოთ.

ტყუპები:

ტყუპების ენერგოტონუსი დაბალია, რის გამოც გარკვეულ დისკომფორტს იგრძნობთ და ადვილად დაიღლებით. თავს იჩენს სულსწრაფობა, მოუთმენლობა, ილუზიები და გადამეტებული ფანტაზიები, რაც ხელს შეგიშლით პრაგმატულად მოქმედებაში. შესაძლოა, მოგიწიოთ ძველ, დაუსრულებელ საქმეებთან მიბრუნება, სხვადასხვა საბუთის შეგროვება ან ვალებისა და ვალდებულებების გასტუმრება. ეს ძველი ვალდებულებები გარკვეულწილად შეაფერხებენ თქვენს ახალ იდეებსა და გეგმებს.

ნუ იქნებით ზედმეტად კატეგორიული, რადგან ეს საგრძნობლად გაართულებს ურთიერთობებს. ყოველდღიური რუტინა მოგაბეზრებთ თავს, თუმცა ეს პერიოდი მაინც მშვიდად უნდა გადააგოროთ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენციები კი არის, მაგრამ მთავარია, თავი შეიკავოთ ზედმეტი და გაუაზრებელი ხარჯებისგან.

კირჩხიბი:

ნამდვილად თქვენი დროა. მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, რაც ნიშნავს, რომ ხართ საუკეთესო ფორმაში – ენერგიული და დინამიური. წარმატების ფაქტორი ამ კვირაში ყველაზე მაღალი სწორედ კირჩხიბებს გაქვთ, ასე რომ, იაქტიურეთ. ახალი გეგმების რეალიზაციისა და წარმატების მიღწევის შანსები უდავოდ დიდია.

თუმცა, ყურადღება მიაქციეთ ნეგატიურ გამოვლინებებს: არ გახდეთ ზედმეტად ეგოისტური, მოთოკეთ ამპარტავნება და გადამეტებული ამბიციები, რადგან ეს ხელისშემშლელი ფაქტორი გახდება. შესაძლოა, იმდენად ბევრი საქმის კეთება მოგიწიოთ ერთდროულად, რომ ამან გარკვეული პრობლემები შეგიქმნათ და სამოქმედო თავისუფლება შეგიზღუდოთ. მოსალოდნელია მსოფლმხედველობის რადიკალური შეცვლა და ახალი იდეების გენერირება. ფინანსური კუთხით გაქვთ კარგი შანსი, მოიზიდოთ ახალი წყაროები და საგრძნობლად გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.

ლომი:

ლომებისთვის საკმაოდ რთული პერიოდია – ე.წ დაბადების დღის წინა ზონაა, ამიტომ ეს კვირა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გაიაროთ. თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა კი – არამდგრადი. ნუ გადაიღლებით და ეცადეთ, არ გაცივდეთ. საკმაოდ მაღალია ტრავმულ-ავარიული ტენდენციებიც. აქტიურდებიან კონკურენტები და მოშურნეები, იმატებს ინტრიგები, ამიტომ მკაცრად აკონტროლეთ, რა ხდება თქვენს ზურგს უკან. ენას კბილი დააჭირეთ, დაიცავით კონფიდენციალურობა და ნუ გათქვამთ სამომავლო გეგმებს, რადგან სხვებმა ეს შეიძლება თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. მზად იყავით იმისთვის, რომ ყველაფერი ისე ვერ წარიმართება, როგორც დაგეგმეთ. მოსალოდნელია წინაღობები და ურთიერთობების დაძაბვა პარტნიორებთან – როგორც ბიზნესში, ისე პირად ცხოვრებაში. თქვენი ამბიციურობა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ახლა ნეგატიურად იმუშავებს, ასე რომ მეტი თვითკონტროლი გმართებთ.

ქალწული:

თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა კი – მყარი და მდგრადი. ნებისყოფა, შეუპოვრობა და შრომისუნარიანობა სათანადო სიმაღლეზე გაქვთ, რაც დიდწილად განაპირობებს თქვენს წარმატებებს. შესანიშნავი პერიოდია რეფორმებისთვის, სიახლეების დასანერგად, ახალი პროექტებისა და იდეების ჩამოსაყალიბებლად. შეინარჩუნეთ კარგი მეგობრული ურთიერთობები და მეგობრების მხრიდან კიდევ უფრო მეტ თანადგომასა და დახმარებას იგრძნობთ. თუმცა, პარალელურად, შესაძლოა თავი იჩინოს შინაგანმა შიშებმა, ეჭვებმა და მარტოობის განცდამ. ასევე, მოსალოდნელია ძველი კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ამოტივტივება ან გაზვიადება. გაითვალისწინეთ, რომ ეს კვირა არ უწყობს ხელს მნიშვნელოვან შეხვედრებს, მოლაპარაკებებს, შორს მგზავრობასა და ახალი სამსახურის დაწყებას.

სასწორი:

დედამიწა კვლავ უარყოფით ენერგოველშია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში სირთულეები კვლავ გრძელდება. პირველ რიგში, ჯანმრთელობა არამდგრადია, იმუნიტეტი საგრძნობლად დაქვეითებულია და ფსიქოემოციური არასტაბილურობაც იჩენს თავს. აქედან გამომდინარე, გმართებთ მეტი ყურადღება – დაასვენეთ ორგანიზმი და გამოიძინეთ. დიდი დრო დაგეხარჯებათ კარიერულ განვითარებაზე, მიმდინარე პრობლემების გადაჭრასა და საკუთარი შეცდომების გამოსწორებაზე. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი საქმე არ წარიმართება ისე, როგორც გსურთ. ამას ბევრი ობიექტური მიზეზი ექნება, რომელთა შორის ერთ-ერთი პარტნიორებთან (როგორც ბიზნესში, ისე პირად ცხოვრებაში) დაძაბული ურთიერთობაა. მათგან მოთხოვნები სხვადასხვა საკითხის მიმართ კიდევ უფრო გამძაფრდება. თქვენ მკაფიოდ აცნობიერებთ დაკისრებულ პასუხისმგებლობას, რომელსაც სხვას ვერ გადააბარებთ, ამიტომ ყველაფრის გაკეთება პირადად მოგიწევთ.

მორიელი:

თქვენთვის საკმაოდ დინამიური და მრავალფეროვანი მოვლენებით აღსავსე პერიოდია. ხართ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი და შრომისუნარიანი, ამასთანავე, იმუნიტეტიც მაღალი გაქვთ. თქვენში მკაფიოდ ვლინდება ლიდერისა და ხელმძღვანელის თვისებები, მახვილი ინტუიცია კი დაგეხმარებათ სწორი მიმართულების პოვნაში და ხშირად სულიერი ფასეულობებისა თუ ორიენტირების შეცვლაშიც კი შეგიწყობთ ხელს. ამ დადებითი ტენდენციების მიუხედავად, მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ მგზავრობა-მოგზაურობის დროს, რადგან შესაძლოა წვრილმან უსიამოვნებებს გადააწყდეთ. ნუ იქნებით თავად კონფლიქტების მაპროვოცირებელი – ყოველ წვრილმანზე ჩაძიებითა და სათქმელის პირდაპირ მიხლით მხოლოდ საპასუხო აგრესიასა და დაპირისპირებას გამოიწვევთ. ამ კვირაში დიდი დრო დაგეხარჯებათ საბუთების გაფორმებაზე; შეცდომების თავიდან ასაცილებლად, სასურველია იურისტებთან კონსულტაციების გავლა. მეორე მხრივ, პერიოდი საუკეთესოა უცხოელებთან კონტაქტისთვის, რაც ხელს შეუწყობს ახალ პარტნიორულ თანამშრომლობასა და ახალი ბიზნესის დაწყებასაც კი.

მშვილდოსანი:

მშვილდოსნების ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა კი – არამდგრადი. პერიოდი გარკვეულწილად დისკომფორტულია, ამიტომ ნუ გადაიღლებით და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე საჭესთან, რადგან მატულობს ტრავმული ტენდენციები. საგრძნობლად მაღალია კონფლიქტების ალბათობა პარტნიორებთან – როგორც ბიზნესსაქმიანობაში, ისე პირად ცხოვრებაში. თუ ყურადღებას არ გამოიჩენთ, ეს დაპირისპირება შესაძლოა ურთიერთობის გაწყვეტის საბაბიც კი გახდეს. პარტნიორები თქვენგან აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულებას მოითხოვენ ამა თუ იმ საკითხის მიმართ, რაც იდეურ უთანხმოებასა და ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციებს გამოიწვევს. ყოველივე ეს დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. ენას კბილი დააჭირეთ და საიდუმლოებები მკაცრად დაიცავით, ასეთი ტაქტიკით გაცილებით მარტივად შეინარჩუნებთ სტაბილურობას.

თხის რქა:

მთლიანობაში, კვირა ენერგეტიკული თვალსაზრისით მეტად სასიკეთოა: ჯანმრთელობა მდგრადია, იმუნიტეტი კი მაღალი. ხართ ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი და ძლიერი ნებისყოფით დაჯილდოებული. ეს თვისებები ძალიან დაგეხმარებათ, რადგან ნეგატიური ტენდენციები მაინც ითხოვს თქვენგან დიდ ყურადღებას. სირთულეებმა შესაძლოა იჩინოს თავი პარტნიორებთან (როგორც პირად, ისე საქმიან სფეროში) და ეს დაძაბულობა, პირველ რიგში, ფინანსურ პრობლემებს დაუკავშირდება. გარდა ამისა, ამ კვირაში მაღალია მოტყუების მცდელობის, ფინანსური დანაკარგებისა და ქურდობის ალბათობაც, ამიტომ იყავით ყურადღებით. ზოგიერთ თქვენგანს შესაძლოა სასამართლო პროცესებში ჩართვა და საკუთარი სიმართლის დამტკიცება მოუხდეს. დიდი ალბათობით, დაგჭირდებათ კომპეტენტური ადამიანების კონსულტაცია ან მხარდაჭერა; ასევე, მეტად მნიშვნელოვანი იქნება ახლობლების გვერდში დგომა. ეს პერიოდი არახელსაყრელია შორს მგზავრობისა და მოგზაურობისთვის.

მერწყული:

მიმდინარე კვირაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, შესაძლოა ადვილად გაცივდეთ, გადაიღლოთ, ასევე იჩინოს თავი ტრავმულ-ავარიულმა ტენდენციებმაც. ყოველდღიური რუტინა აშკარად მოგაბეზრებთ თავს და გაგიჩნდებათ სიახლეების ძლიერი სურვილი, თუმცა ნუ იჩქარებთ, ამის დროც მოვა. ახლა კი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიუდექით გადაუდებელ საქმეებსა და მათ მოგვარებას. მოსალოდნელია თქვენი სანაცნობო წრის განახლება – შესაძლოა გაიცნოთ ახალი ადამიანები, რომლებიც დიდ გავლენას მოახდენენ თქვენს მსოფლმხედველობასა და იდეებზე. მაქსიმალურად მოერიდეთ იმპულსურ და სულსწრაფ მოქმედებებს, რადგან ეს უხეში შეცდომების ტოლფასი იქნება. ეს განსაკუთრებით ეხება პარტნიორულ ურთიერთობებს, სადაც ნაჩქარევმა ნაბიჯებმა შესაძლოა სერიოზული სირთულეები შექმნას. განვითარებული მოვლენებით კმაყოფილი ვერც თქვენ დარჩებით და ვერც თქვენი პარტნიორები, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურ დაღს დაასვამს თქვენს მატერიალურ მდგომარეობასაც.

თევზები:

თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი. ხართ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი და დაჯილდოებული ძლიერი ინტუიციით. შესანიშნავად შეძლებთ კარგი ორგანიზატორული და ლიდერული თვისებების წარმოჩენას, ასევე საქმიანი და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდი დინამიურია, დედამიწის უარყოფითი ენერგოველის გამო ნეგატიურმა მოვლენებმაც შეიძლება იჩინონ თავი. თქვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება იქნება – თუ ეს ბალანსი დაირღვა, ბევრი რამ აირევა. შესაძლოა, ძველ სასიყვარულო პარტნიორებსაც გაახსენდეთ, თუმცა მათთან შეხვედრა მხოლოდ გულაცრუებას მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, გარკვეული პრობლემები შეექმნათ შვილებსაც, რის გამოც მათ თქვენი მეტი დრო და ყურადღება დასჭირდებათ. შესაძლოა, მოგიწიოთ ძველ შემოქმედებით პროექტებთან მიბრუნება ან მათი გადააზრება, რატომ არ წარიმართა ყველაფერი ისე, როგორც გსურდათ. ასევე, გაითვალისწინეთ, შესაძლოა პარტნიორებთან ფინანსურმა სირთულეებმა დროდადრო თავი იჩინოს.

გეომაგნიტური დღეები: 7,8,9 და 11 ივლისი

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები