მზე დღეს იმყოფება ტყუპების მეტად აქტიურ, ენერგიულ, კომუნიკაბელურ და გონებამახვილურ ნიშანში, ხოლო მთვარე გადადის მეტად მგრძნობიარე, ფრიად რომანტიკულ, ემოციურ, სენტიმენტალურ და ინტუიციურ თევზებში. სწორედ ამ პლანეტარული ზეგავლენის შედეგად, ეს ტენდენციები და თვისებები დღის განმავლობაში მეტად გამოვლინდება თითოეული ჩვენგანის ხასიათში.
დღე მთლიანობაში კარგია დასვენებისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, ქველმოქმედებისთვის, კონტაქტებისა და მგზავრობა-მოგზაურობისთვის. პლანეტარული ფონი ასევე ხელს უწყობს ფოტოგრაფიასა და კულინარიას.
დღის რეკომენდაციები – გაითვალისწინეთ, რომ დღეს მოიმატებს ტყუილის თქმის ტენდენცია, ამიტომ არ არის სასურველი დაპირებების გაცემა. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და სესხის აღებას ან გაცემას. ასევე, არ არის სასურველი საიდუმლო საქმეების წარმოება, რადგან ყოველივე ეს ადვილად გამოაშკარავდება და სერიოზული პრობლემების საწინდარი გახდება.
მეორე მხრივ, პოზიტიური დღეა კაპიტალდაბანდებებისა და მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად. ხელს უწყობს ქორწინებას, ნადირობასა და თევზაობას. ყურადღება მიაქციეთ დღევანდელ სიზმრებს, რადგან მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნიათ.
პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორულ ურთიერთობებში დღეს შესაძლებელი იქნება გაუგებრობებისა და სხვადასხვა პრობლემების მეტად მოგვარება და გადაჭრა.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით საგრძნობლად სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემები, ტერფების ზონა და მხედველობა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. დღის განმავლობაში მოერიდეთ მარილიან კერძებსა და ტერფების მასაჟს.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან გამოიყენეთ მარგალიტი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო და მარჯანი – ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ იისფერ, ლურჯ, ცისფერ, ფირუზისფერ და მწვანე ტონებს. აღნიშნული ფერების სამოსში გამოყენება მაქსიმალურად გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე პოზიტიურია ქალწულის, თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით ნეგატიური და დაძაბულია ეს პერიოდი ტყუპებისა და ლომის ნიშნით დაბადებულთათვის, რომელთაც მეტი სიფრთხილე მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე არასასურველი გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის წარმატების კუთხით დღე საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.