LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla ავტომობილებს დამოუკიდებლად პარკინგს ასწავლის

44

Tesla ავტომობილებს დამოუკიდებლად პარკინგს ასწავლის. ამერიკული ავტომწარმოებელი სრულიად ინოვაციურ სერვისზე მუშაობს. 2019 წლიდან ტესლას მოდელები პარკინგისთვის თავისუფალ ადგილს ავტოპილოტის დახმარებით მოძებნიან და მის დასაკავებლად მძღოლის დახმარებაც აღარ იქნება საჭირო. საინტერესო სიახლის შესახებ ინფორმაცია კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა სოც-ქსელის მეშვეობით გაავრცელა. სერვისს AutoPark ერქმევა და თუ როგორ იმუშავებს ის, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება. შეგახსენებთ, რომ მასკი მუდმივად სიახლეებსა და განვითარებაზე მუშაობს და ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ავტოპილოტის გამოცდა დაიწყო. ავტოპილოტი მძღოლს ამა თუ იმ ადგილას რეკომენდირებული სიჩქარის შესახებ აფრთხილებს და საჭიროების შემთხვევაში მოძრაობის რეჟიმს თავადვე არეგულირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები