LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla ჩინურ ბაზარს კარგავს: BYD 5-ჯერ უფრო კარგად იყიდება

107
Tesla ჩინურ ბაზარს კარგავს BYD 5-ჯერ უფრო კარგად იყიდება

Tesla ნელ-ნელა ჩინურ ბაზარს კარგავს. გამოცემა Li Auto-მ შიდა ბაზარზე ყოველკვირეული გაყიდვების სტატისტიკა გამოაქვეყნა და ეს ანგარიში სადაზღვევო კომპანიების სარეგისტრაციო მონაცემებს ეყრდნობა. ამ დროისთვის ჩინურ ბაზარზე კომპანია BYD აბსოლუტური ლიდერია, კვირაში გაყიდული 70,6 ათასი მანქანით. Tesla მეორე ადგილზეა, 13,5 ათასი მოდელით.

ივლისის ბოლოსთვის ყველა ჩინური ელექტრომობილის გაყიდვები გაიზარდა, გამონაკლისი იყო მხოლოდ Leapmotor და Deepal. საოცარი ზრდა ჰქონდა Xiaomi-ს, მთელი 160%-იანი, თუმცა მთლიანი გაყიდვების ჯამით რაც 3900 მანქანას შეადგენს, ბრენდი მხოლოდ მე-10 ადგილზეა. მე-9 პოზიციას იკავებს Volkswagen (4300), მერვე ადგილზეა – LEapmotor (4700), მეშვიდე – Nio (5400), მეექვსე – GAC Aion (7200).

Top-5-ში მოხვდნენ: ბიუჯეტური Wuling, 9900 რეალიზებული ავტომობილით, მეოთხეა – AITO (10 500). ლიდერთა სამეული კი ასე გამოიყურება – Li Auto (12 800), tesla (13 500) და BYD, რომლის მაჩვენებელიც 70 600 მოდელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები