LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla ილონ მასკს ხელფასს აღარ მისცემს

103

კომპანია Tesla-მ გადაწყვიტა ილონ მასკს ხელფასი აღარ გადაუხადოს. მარკის ხელმძღვანელების წახალისების ახალი სისტემის მიხედვით, ჯილდოს მხოლოდ მაშინ მიიღებენ, თუკი ფინანსური მაჩვენებლები გეგმის მიხედვით გაუმჯობესდება.

„ილონი არავითარ გარანტირებულ ჯილდოს არ მიიღებს – არც ხელფასს, არც პრემიას, არც აქციებს“ – ნათქვამია Tesla-ს განცხადებაში.

წახალისების პროგრამა ათ წელზეა გათვლილი და 12 ტრანშისგან შედგება. თითოეული მათგანი აქციების ერთი პროცენტის ოფციონია, რომელიც მიმოქცევაშია. იმისათვის, რომ პირველი ჯილდო მიიღოს, მასკს მოუწევს საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდას მიაღწიოს და 59 000-დან 100 მილიარდ დოლარამდე ავიდეს.

ყოველი თითოეული ტრანშს მასკი მაშინ მიიღებს, როდესაც კაპიტალიზაცია კიდევ 50 მილიარდით გაიზრდება. ამ გზით, დაგეგმილ ჯოლდოებს ბიზნესმენი მაშინ მიიღებს, როდესაც 650 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

Tesla-ს განცხადების მიხედვით, ახალი სისტემა გარანტიას იძლევა, რომ კიდევ დიდხანს მასკი კომპანიის ხელმძღვანელი იქნება.

ასეთი წახალისების სისტემა ძალაში მაშინ შევა, თუ აქციონერები მხარს დაუჭერენ. Forbes-ის 2017 წლის მონახემებით, მასკის ფინანსური მდგომარეობა თითქმის 14 მილიარდი დოლარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები