LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ ახალი მოდელი დააანონსა – ფასი $25,000

107
Tesla-მ ახალი მოდელი დააანონსა - ფასი $25,000

Tesla-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2026 წლიდან დაიწყებს მთლიანად ახალი თაობის მოდელის – „Model 2“-ის წარმოებას, რომლის სავარაუდო ფასი  დაახლოებით $25,000 იქნება.

„Model 2“ იქნება უფრო კომპაქტური და ხელმისაწვდომი ელექტრომობილი, რომელიც შექმნილია მასობრივი ბაზრისთვის. ავტომობილი სრულიად ახალ პლატფორმაზე აიგება, რისი დამსახურებითაც წარმოება უფრო სწრაფი და ბიუჯეტური იქნება. საუბარი დაახლოებით 30%-იან ეკონომიაზეა, ვიდრე Model 3-სა და Model Y-ს შემთხვევაში.

სად იწარმოება:

პირველი წარმოება იგეგმება Tesla-ს მექსიკის ქარხანაში (Gigafactory Mexico), რომელიც ამჟამად მონტერეის მახლობლად შენდება. ილონ მასკის თქმით, ქარხანა გახდება ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული საწარმო მსოფლიოში.

მახასიათებლები:

ერთი დამუხტვით გადაადგილება: დაახლოებით 400 კმ-მდე;

აჩქარება 0–100 კმ/სთ: 7 წამზე ნაკლებ დროში;

გამარტივებული დიზაინი და შიდა სივრცე მინიმალისტურ სტილში;

ახალი თაობის ბატარეა, რომელიც იაფია და სწრაფად იმუხტება;

Tesla-ს მიზანი ელექტრომობილების უფრო ფართო ხელმისაწვდომობა – „Model 2“ უნდა გახდეს პირველი ნამდვილი მასობრივი EV, რომელიც კონკურენციას გაუწევს ბენზინის ეკონომ კლასის მოდელებს, ისეთებს როგორიცაა Toyota Corolla და VW Golf.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები