ამერიკული ავტომწარმოებელი ახალი ქროსოვერით წარსდგა ავტომოყვარულების წინაშე.
კომპანია Tesla Motors-მა ახალი ელექტრო ქროსოვერის Model X-ის წარმოება დაიწყო. მისი სახელწოდებაა – 60D და ის შედარებით უფრო ხელმისაწვდომი მოდიფიკაციისა.
მოდელის ფასი 74.000 აშშ დოლარს შეადგენს, რაც 9000 დოლარით ნაკლებია წინა ბიუჯეტთან, რომლის სახელწოდებაც იყო 75D.
Tesla Model X 60D აღჭურვილია 259 სიმძლავრის ელექტროძრავით და ახალი იონური ბატარეებით, რომლის სიმძლავრეც 60 კვ/სთ-ს შეადგენს.
ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 225 კმ/სთ-ს შეადგენს. მოდიფიცირებულ ვერსიას, ბატარეის დატენვის გარეშე შეუძლია 354 კილომეტრის გაიაროს, მაჩვენებელი 60 კილომეტრით ნაკლებია 75 კვ/სთ-იანი ბატარეების მქონე მოდელებზე.