LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ ავტომობილები ააცეკვა (ვიდეო)

48

კომპანიამ Tesla, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ელექტროავტომობილების წარმოებით გახდა, ახალი წელი მომხმარებლებს Model X-ის აცეკვებით მიულოცა.

ვიდეორგოლი Merry Model X Mass, რომელიც კომპანიამ სპეციალურად ახალი წლისთვის გადაიღო საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო საყურებელი გამოდგა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ილონ მასკა აცხადებს, ვიდეოში გამოყენებული ავტომობილები, ჩვეულებრივი სერიული მოდელებია, თუმცა, ვიდეომ მოლოდინს გადააჭარბა.

ვიდეოში გამოყენებული Model X განათების სისტემის მეშვეობით კომპოზიციას საკმაოდ ოსტატურად ასრულებს. საერთო ჯამში, კომპანიას საკმაოდ საინტერესო მილოცვა გამოუვიდა.

შეგახსენებთ, რომ საავტომობილო ბაზარზე პირველი Model X სექტემბერში გამოჩნდა. ავტომობილს ორი ელექტროძრავიაქვს, რომელთა საერთო სიმძლავრე 503 ცხენის ძალას შეადგენს. მისი ფასი კი 132 ათასი დოლარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები