LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla–მ ავტომობილებს „ძაღლის რეჟიმი“ დაამატა

96

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა თავის მოდელებში საინტერესო სიახლის დანერგვა გადაწყვიტა. Tesla–ს ავტომობილებს ამიერიდან სხვადასხვა თამაშები და ე.წ. „ძაღლის რეჟიმი“ დაემატება. სიახლე სალონში ტემპერატურას დაარეგულირებს და ცუგებს ზაფხულის სიცხისგან დაიცავს.

„ძაღლის რეჟიმის“ ამოქმედებისას კარები და ფანჯრები დახურული იქნება, აუდიოსისტემა და კლიმატ–კონტროლი კი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. ამ დროს მულტიმედიურ ეკრანზე წარწერა „ჩემი პატრონი მალე დაბრუნდება“ გამოჩნდება, იქვე მითითებული იქნება ტემპერატურაც რაც ცუგებს სიცხის დროსაც დაიცავს.

ამერიკულმა ბრენდმა გარდა ინოვაციური რეჟიმისა, ავტომობილში თამაშების დამატებაც დააანონსა. გასართობი ნაკრები კი ძირითადად კლასიკური თამაშებისგან დაკომპლექტდება და მათი მართვა საჭეზე განთავსებული ღილაკებით იქნება შესაძლებელი.

 

View this post on Instagram

 

Teslatari

A post shared by Tesla (@teslamotors) on

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები