LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ Model S და Model X-ზე შეკვეთების მიღება შეწყვიტა – ჯერ მხოლოდ ერთ ქვეყანაში

112
1098x1098 (1)

Tesla-მ Tesla Model S და Tesla Model X მოდელებზე შეკვეთების მიღება შეწყვიტა, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ სამხრეთ კორეაში. ამის შესახებ Teslarati წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ახალი ავტომობილების შეკვეთა 31 მარტიდან სრულად შეწყდება. ამის შემდეგ მომხმარებლებს ამ მოდელების შეძენა მხოლოდ არსებული მარაგიდან ან მეორად ბაზარზე შეეძლებათ. სამხრეთ კორეაში მათი ფასი იწყება დაახლოებით 125 მილიონი ვონიდან (დაახლოებით 83 300 დოლარი).

დიდი ალბათობით, მსგავსი შეზღუდვები მალე სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება. Model S და Model X ბოლო პერიოდში შედარებით სუსტად იყიდება – კომპანიის საერთო გაყიდვებში მათი წილი დაახლოებით 3%-ს შეადგენს, ხოლო Tesla მათ ტექნიკურ განახლებაში ინვესტირებას აღარ გეგმავს.

ოფიციალურად ეს ნაბიჯი კომპანიის სტრატეგიულ ცვლილებებს უკავშირდება – Tesla უფრო მეტად კონცენტრირდება ავტონომიურ ტექნოლოგიებსა და რობოტოტექნიკაზე. გათავისუფლებული საწარმოო რესურსები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ჰუმანოიდი რობოტების – Optimus-ის წარმოებისთვის.

კომპანია  რობოტების გამოშვების დაწყებას უკვე მიმდინარე წელს გეგმავს, თუმცა მასობრივი წარმოება 2027 წლისთვის არის მოსალოდნელი.

ამასთან, ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა დააანონსა მასშტაბური პროექტი Terafab, რომლის ფარგლებში Tesla, SpaceX და xAI ერთობლივად გეგმავენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩიპების ქარხნის შექმნას.
 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები