LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ სახელწოდება შეიცვალა

53

კომპანია Tesla ამიერიდან Tesla Motors-ის ნაცვლად Tesla Inc გახდება.

თუ რატომ მიიღო კომპანიამ ასეთი გადაწყვეტილება, უცნობია. გამოეცმა The Verge ვარაუდობს, რომ სახელწოდების ცვლილება ელექტროავტომობილების წარმოების სფეროების გაფართოებას უკავშირდება.

ავტომობილების გარდა კომპანია Tesla და მის საკუთრებაში არსებული ფირმები საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის ელემენტებსა და მზის ენერგიის შემგროვებელ პანელებსაც აწარმოებენ.

Tesla-ს სამოდელო რიგი ორი ელექტრომობილისგან შედგება: Model S და Model X.ავტომწარმოებელი ასევე თავისი ყველაზე იაფიანი მოდელის – Model 3-ის გამოშვებისთვისაც ემზადება. ვარაუდობენ, რომ Tesla Model 3 ბაზარზე 2018 წლისთვის გამოჩნდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები