LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla მაგარი ვეღარ არის: ბრენდის პოპულარობა სწრაფად ეცემა

104
Tesla მაგარი ვეღარ არის ბრენდის პოპულარობა სწრაფად ეცემა

Tesla-ს სულ უფრო ნაკლები კლიენტი მიიჩნევს „ტოპ“ ბრენდად. ოდესღაც ძლიერ კომპანიას წარუმატებელი პერიოდი უდგას: UBS-ის გამოკითხვის მონაცემებით, Tesla-ს გლობალური მიმზიდველობა მინიმუმამდე შემცირდა. ციფრები განსხვავდება რეგიონების მიხედვით, მაგრამ ვარდნა შეინიშნება ყველა ძირითად ბაზარზე — აშშ-ში, ევროპასა და ჩინეთში. ამასთან ერთად, კონკურენტების, როგორიცაა BYD, BMW, Xiaomi და სხვები, პოპულარობა იზრდება.

გლობალური გამოკითხვის თანახმად, მომხმარებელთა მხოლოდ 18 პროცენტი თვლის Tesla-ს მსოფლიოში ყველაზე მაგარ ავტო ბრენდად. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 23 პროცენტი იყო. ამერიკაში, მწარმოებლის მშობლიურ ქვეყანაში, მხარდაჭერა 38-დან 29 პროცენტამდე დაეცა, ევროპაში კი — 20-დან 15%-მდე.

საინტერესოა, რომ ყველაზე დაბალი შედეგი Tesla-მ ჩინეთში აჩვენა — ქვეყანაში, რომელმაც კომპანიას წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ჩინელი კლიენტების მხოლოდ 14 პროცენტი თვლის Tesla-ს ფავორიტად, მაშინ როცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი 18 პროცენტი იყო. 2020 წელს კი საერთოდ — 30 პროცენტი.

ანალიტიკოსების თქმით, ჩინეთში Tesla აღარ არის აღქმული როგორც ტექნოლოგიური ლიდერი, ხოლო ევროპელებს აშინებს კომპანიის ხელმძღვანელის — ილონ მასკის — პოლიტიკური ამბიციები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები