LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model S-ის ელემენტი ყინვაში არ იმუხტება

201
568797

2022 წლის დეკემბერი აშშ-ში განსაკუთრებულად ციოდა, ქვეყნის დიდი ნაწილი რეკორდული რაოდენობის თოვლით დაიფარა, ზოგიერთ ქალაქში ჰაერის ტემპერატურა -50 გრადუსამდეც კი დაეცა. ყინვები გაგრძელდა საშობაოდაც და ამ დღესასწაულს ამერიკელთა დიდი ნაწილი ოჯახებთან ერთად ხვდებოდა, ბევრს მოუწია მგზავრობა. თუმცა, ეს სურვილი ვერ აისრულა Tesla-ს ერთ-ერთმა მეპატრონემ, რადგან მისი Model S ყინვაში არ დაიმუხტა.

დაზარალებულმა მამაკაცმა თავისი ისტორია სოც-ქსელებში გაავრცელა და დიდი გამოხმაურებაც მოიპოვა. როგორც ის ჰყვება, „ტესლას“ ელემენტი ყინვაში უბრალოდ არ იმუხტება. ის დასამუხტ სადგურთან მაშინ გაჩერდა, როცა 30 კილომეტრზე ნაკლები სვლის მარაგი ჰქონდა დარჩენილი. ამ დროს ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იყო.

ავტომობილი დასამუხტად მან მთელი 15 საათით დატოვა, თუმცა უკან დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ არაფერი შეცვლილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები