ელექტრომობილი Tesla Model S თავის ისტორიაში პირველი რბოლისთვის ემზადება. შეჯიბრი 26 ივნისს ამერიკაში, პაიკს პიკის მთაზე გაიმართება.
Tesla Model S ელექტრონული პროდუქციის, ანუ ელექტროავტომობილების კლასში განაწილდა, მის საჭესთან კი კომპანია Go Pack-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ბლეიკ ფულერი იქნება, რომლის ძირითადი საქმიანობაც პორტატული ელემენტების დამზადება და წარმოება გახლავთ.
ფიულერმა საკუთარ თავს გამოცდა დაუსახა – განვლოს 19,99კმ დისტანცია 13 წუთში. ამისათვის კი, ელექტროქარი სპეციალური ძრავით აღიჭურვება, რომელიც სტანდარტულთან შედარებით 80%-ით ნაკლებს იწონის.
რა მოდიფიკაციის ძრავზეა საუბარი ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა სტანდარტული Tesla Model S აღჭურვილია ორი ელექტროძრავით P90D, რომელთა საერთო სიმძლავრე 700 ცხენის ძალაზე მეტია. ამ ძრავის დახმარებით ავტომობილი 100კმ/სთ-მდე სიჩქარეს 2,8 წამში ანვითარებს.
აქვე ისტორიული ფაქტები პაიკს პიკის შეჯიბრთან დაკავშირებით. ზემოთხსენებულ შეჯიბრზე ელექტრომობილები პირველად 2015 წელს გამოჩდნენ და ამ კლასში გამარჯვებული რის მილენი გახდა, რომელიც eO PP03-ის საჭესთან იყო, მეორე ადგილი იაპონელმა პილოტმა ნაბუხირო ტაჯიმამ დაიკავა.