კომპანია Tesla ელექტროქარი Model Y-ის პარტიას უფასოდ შეაკეთებს. აშშ-ში უკან გამოიძახებენ „ტესლას“ 137 ეგზემპლარს, რომელსაც საშიში დეფექტი აქვს – მანქანას გადაადგილების დროს შეიძლება საჭე მოსძვრეს. უკვე ცნობილია მინიმუმ რამდენიმე მსგავსი შემთხვევა: ავტომწარმოებელმა 4-ზე მეტი საჩივარი მიიღო, სადაც საუბარი სწორედ ამ გაუმართაობაზეა.
ბოლო ცნობილი ინციდენტი 2023 წლის იანვარში მოხდა. Tesla Model Y-ის მეპატრონე ამტკიცებდა, რომ მაგისტრალზე გადაადგილების დროს ავტომობილს უეცრად საჭე მოსძვრა და სადენებზე ჩამოკიდებული დარჩა. საბედნიეროდ, ამ ფაქტს ავარია არ გამოუწვევია – მძღოლმა ელექტროქარის დროულად გაჩერება შეძლო. მანქანა, რომლის შეძენიდანაც მხოლოდ ერთი კვირა იყო გასული, სერვის ცენტრში გადაიყვანეს.
აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალურმა ადმინისტრაციამ გამოძიება დაიწყო და შედეგად „ტესლას“ ყველა გაყიდული Model Y-ის უკან გამოწვევა და შეკეთება მოუწევს.