LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული Tesla Model Y-ის წარმოება იანვრიდან დაიწყება

109
განახლებული Tesla Model Y-ის წარმოება იანვრიდან დაიწყება

ცნობილი გახდა, თუ როდის დაიწყებს Tesla განახლებული Model Y-ის გამოშვებას. ელექტროქარი, კოდური სახელით Juniper, კონვეიერზე 2025 წლიდან დადგება. კროსოვერს შანხაის გიგაფაბრიკაში ააწყობენ და ბესტსელერის წარმოების მასშტაბების გაორმაგებასაც გეგმავენ. თავიდან 5 ადგილიანი Model Y განახლდება, წლის ბოლოსთვის კი მას სამ რიგიანი ვერსიაც შეუერთდება.

განახლებული Model Y-ის შესახებ დეტალები არც თუ ისე ბევრია. მოსალოდნელია, რომ განახლება Model 3-ის სტილში იქნება: მოდელს სიმძლავრეს, უახლეს ექსტერიერს და სალონს დაუმატებენ და განახლებათა სიაში დამატებითი ასისტენტებიც გაჩნდებიან. უკანა ოპტიკა Cybertruck-ის სტილში გაფორმდება. ერთი ელემენტის სიმძლავრე, არაოფიციალური მონაცემებით 95 კილოვატ საათი იქნება.

2025 წლის ბოლოსთვის 5 ადგილიან კროსოვერს 6 ადგილიანი დაემატება, ზოგიერთი მედია საშუალება კი იმასაც წერს, რომ სიახლე 7 ადგილიანი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები