LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Motors-ის ავტოპილოტის პირველი მსხვერპლი

54

ამერიკის შეერთებული შტატების საგზაო მოძრაობის ნაციონალური უსაფრთხოების ადმინისტრაცია აქვეყნებს რეპორტს, რომელიც Tesla Model S-სა და ავტომობილის ავტოპილოტის გააქტიურების შედეგად, დაღუპულ მსხვერპლს ეხმაურება.

საგზაო შემთხვევა 7 მაისს, ფლორიდაში დაფიქსირდა. ავარიის შედეგად დაიღუპა ორმოცი წლის მამაკაცი – ჯოშუა ბრაუნი. ავტოავარიის მიზეზი გახდა ელექტროქარის სატვირთოსთან შეჯახება. ცნობილია რომ ელექტროქარმა უდროო დროს სატვირთოს გზა გადაუკვეთა.

მანამდე კი, როგორც გაირკვა გააქტიურებული იყო ავტოპილოტის რეჟიმი. სისტემამ ვერ მოახდინა დროული რეაგირება შექმნილ სიტუაციაში და ავარიული შემთხვევის თავიდან აცილება. ასევე, ელექტროქარის მფლობელმაც ვერ მოახერხა ავტომობილის მართვა მოცემულ მომენტში.

ოფიციალური ინფორმაციით, ავტომწარმოებელი განსაკუთრებული ყურადღებით საუბრობს ტრაგიკული შემთხვევის შესახებ. მათი ინფორმაციით შეჯახება მოხდა ელექტროქარის ისეთ პოზიციაში, როცა სისტემა ფიზიკურად ვერ მოახდენდა ავტომობილის სწორად მანევრირებას.

სტატისტიკის თანახმად, ეს პირველი ტრაგიკული შემთხვევაა, რაც ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე დაფიქსირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები