LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Roadster შესაძლოა იყოს ბრენდის ბოლო ავტომობილი, რომელიც ხელით იმართება

105
1098x1098

ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმავს, რომ მისი მოდელების უმეტესობა სრულად ავტონომიური გახდეს. ამ კონტექსტში Tesla Roadster შესაძლოა დარჩეს ერთადერთ ავტომობილად, რომლის მართვაც მფლობელს თავად შეეძლება. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა  აქციონერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მასკის თქმით, Tesla-ს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულება ავტონომიური მართვის სისტემებია, რის გამოც მომავალში კომპანია უპირველესად უპილოტო ავტომობილებზე გააკეთებს აქცენტს. თუმცა Roadster-ის შემთხვევაში ხელით მართვის შესაძლებლობა შენარჩუნდება. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, დაკარგავენ თუ არა სხვა მოდელები სრულად მართვის მექანიკურ ელემენტებს.

„ლოგიკური იქნებოდა, რომ ჩვენი მოდელების მთელი რიგი შედგებოდეს სხვადასხვა ზომის უპილოტო ავტომობილებისგან,“ – აღნიშნა ილონ მასკი-მა.

რაც შეეხება დიდი ხნის განმავლობაში დაპირებულ Roadster-ს, მისი სერიული ვერსიის დებიუტი კიდევ ერთხელ გადაიდო. მასკის განცხადებით, პრეზენტაცია შესაძლოა დაახლოებით ერთ თვეში გაიმართოს, თუმცა ავტომობილს, რომელიც პირველად 2017 წელს წარადგინეს, ჯერ კიდევ სჭირდება დამატებითი ტესტირება და შემოწმება.

ამავე დროს, გამოცემა Carscoops-ის ინფორმაციით, კომპანიის შიდა დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ Roadster-ის წარმოების ადგილი ჯერ განსაზღვრული არ არის, ხოლო მისი განვითარება საბოლოოდ დასრულებული არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები