კომპანია Tesla-მ გადაწყვიტა ელექტროქარ Model 3-ის აწყობა რამდენიმე დღით შეაჩეროს. როგორც New York Times წერს, მწარმოებელი გეგმავს „ავტომატიკის მუშაობა გააუმჯობესოს და წარმოების მოცულობა გაზარდოს“.
ბოლო კვირის განმავლობაში მარკა Tesla-მ დაახლოებით 2 000 ეგზემპლარი Model 3 ააწყო, ნაცვლად დაგეგმილი 2 500 მოდელისა. მეორე კვარტალის ბოლოს კომპანია გეგმავს კვირაში 5 000 ავტომობილი ააწყოს.
მარკის ხელმძღვანელი ილონ მასკი ირწმუნება, რომ წლის განმავლობაში კონვეირიდან ასობით ათასი Model 3 გამოვა.
Model 3-ის წარმოებისას Tesla-ს პრობლემები სერიაში ჩაშვებისთანავე წარმოექმნა. 2017 წლის მესამე კვარტალში კომპანიამ სულ რაღაც 260 ეგზემპლარი ააწყო ნაცვლად დაგეგმილისა. ამ მომენტისთვის მთლიანონაში დაახლოებით 10 000 Model 3-ია აწყობილი.
ამა წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ Tesla ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა საჭირო მოცულობის წარმოებას აღჭურვილობის გამო, რომელიც გერმანიიდან ვერ ჩავიდა.
Tesla Model 3 ბრენდის ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელია, რომელზეც ნახევარი მილიონი წინასწარი შეკვეთაა გაფორმებული. 2018 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ეს ავტომობილი აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი ელექტროქარი გახდა.