LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს სუფთა შემოსავალი 71%-ით შემცირდა

106
Tesla-ს სუფთა შემოსავალი 71%-ით შემცირდა

Tesla-ს შემოსავლის მკვეთრი ვარდნის შემდეგ მასკი სტრატეგიას ცვლის. 2025 წლის პირველი კვარტლის შეჯამებით კომპანიის სუფთა შემოსავალმა 409 მილიონი დოლარი შეადგინა – რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71%-ით უფრო ნაკლებია. ასეთ ცვლილებას ხსნიან როგორც ეკონომიკური მიზეზებით, ასევე „ტესლას“ ხელმძღვანელის ილონ მასკის იმიჯის ცვლილებითაც, რომელმაც კლიენტების სიმპათია აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდაჭერის გამო დაკარგა.

„ტესლას“ პრობლემების გამო მასკმა განაცხადა, რომ მომავალი თვიდან თავის ელექტრომობილების კომპანიას მეტ დროს დაუთმობს. ამისთვის ბიზნესმენი სახელმწიფო საკითხების მოგვარებაზე ნაკლებად იზრუნებს.

ანალიტიკოსთა აზრით კი პრეზიდენტსა და „ტესლას“ ხელმძღვანელს შორის ურთიერთობა გაცივდა, რადგან პრეზიდენტმა მასკის თხოვნას იმპორტზე ტარიფების შემცირების შესახებ ყური არ უგდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები