LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს სურს, რომ რობო-ტაქსი ჩინეთში დატესტოს

126
tesla

Tesla აპირებს, რომ ჩინეთში რობო-ტაქსის ტესტირება დაიწყოს. ილონ მასკმა ჩინეთში ბოლო ვიზიტის დროს განაცხადა, რომ სურს უპილოტო მართვის სისტემა შეამოწმოს და ამისთვის აშშ-ს შემდეგ მნიშვნელობით მეორე ბაზარი, ჩინეთი შეარჩია. ჩინური წყაროების ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება პროექტის მხარდაჭერისთვის მზადაა.

უფრო მეტიც, მთავრობას იმედი აქვს რომ Tesla სხვებსაც კარგ მაგალითს მისცემს.

ბუნებრივია, უპილოტო ტექნოლოგიის ფართო გამოყენების უფლებას ისინი ჯერ არ იძლევიან. გარდა ამისა, დასაწყისისთვის საჭირო იქნება მონაცემთა შეგროვებისა და გავრცელების უფლების მიღებაც, რომელიც „ჭკვიანი“ სისტემების მუშაობისთვის აუცილებელია. მასკის ჩინეთში ვიზიტის დროს ეს საკითხი ფართოდ არ განუხილავთ, აზუსტებს წყარო.

საინტერესოა, რომ როგორც მასკმა განაცხადა, თავის რობო-ტაქსის 8 აგვისტოს წარადგენს – ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კონცეპტი, რომელზეც კომპანია უკვე არაერთი წელია მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები