LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla უარს ამბობს Mercedes-Benz-თან ბრძოლაზე, რათა Ford დაამარცხოს

121
tesla

Tesla „მერსედესთან“ ბრძოლაზე უარს ამბობს, რათა Ford დაამარცხოს. ამერიკულმა მწარმოებელმა ფასით თამაში დაიწყო და ეჭვიც არ არსებობს, რომ Tesla-ს მთავარი კონკურენტები არა პრემიუმ-ბრენდები, არამედ მას-მარკეტის წარმომადგენელი კომპანიები გახდებიან. აშშ-ში Tesla-ს მთავარი კონკურენტი შესაძლოა Ford იყოს, ევროპაში – Renault, ფიქრობენ Bloomberg-ის ანალიტიკოსები. ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ილონ მასკი შემოსავალზეც კი იტყვის უარს, რათა გაყიდვების მაჩვენებელი გაზარდოს და პრემიუმ-ბრენდებს კომპანია მომავალშიც ვეღარ გამოიწვევს.

თავიდან „ტესლას“ ელექტრომობილები ლუქს მოდელების მყიდველებს იზიდავდნენ, იმავე ფასის სეგმენტიდან, სადაც BMW ან Mercedes-Benz მოღვაწეობენ. მასობრივი ელექტრომობილებიც კი, ისეთი როგორიცაა Model 3, ტრადიციულ ძრავაზე მომუშავე კონკურენტებზე ბევრად ძვირი ღირდა, თუმცა ბოლო თვეებში მასკმა სტრატეგია შეცვალა.

2023 წელს აშშ-ში „ტესლას“ ელექტრომობილების ღირებულება 15-29 პროცენტით შემცირდა, ავტომწარმოებელმა მსგავსი „თამაშები“ სხვა ბაზრებზეც დაიწყო. კონკურენტებს კი ჯერ სათქმელი არაფერი აქვთ, რადგან ისედაც დიდ თანხებს კარგავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები