LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla ყველაზე არასანდო ავტომობილების შორის ლიდერობს

49

ამერიკული გამოცემა Consumer Reports-ი აქვეყნებს ყოველწლიურ რეიტინგს, სადაც განთავსებულია ყველაზე არასანდო ავტომობილები. პირველ ადგილზეა კომპანია Tesla Motors–ი. გარდა ყველაზე არასანდო ავტომწარმოებლებისა, გამოცემამ ასევე გამოაქვეყნა სანდო და ნაკლებად სანდო ტოპ–ჩამონათვალიც.

,,ქროსოვერი Tesla Model X – ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური მოდელია, რომელიც კომპანიის რეპუტაციაზე ცუდად მოქმედებს.’’ – წერია რეპორტში.

ავტომობილის მფლობელები ჩივიან, რომ ქროსოვერის კლიმატ კონტროლი ყველაზე არასტაბილური და გამოუსადეგარი ფუნქციაა, რის გამოც მათ დისკომფორტი ექმნებათ.

ყველაზე სანდო ავტომობილების სია კი შემდეგნაირად გამოიყურება:

 

ადგილი ცვლილებები წინა წელთან შედარებით  კომპანია მოდელების რაოდენობა  ქულები
 ყველაზე სანდო მწარმოებლები
1.  — Lexus 9 86
2.  — Toyota 12 78
3. +4 Buick 4 75
4. -1 Audi 7 71
5. +1 Kia 4 69
6. -2 Mazda 5 68
7. +2 Hyundai 7 66
8. +16 Infiniti 4 62