Tesla-მ ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდის წოდება დაკარგა. უახლესი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ავტო ბრენდების რეიტინგის პირველ ადგილზე Mercedes-Benz გადავიდა. საქმე ისაა, რომ Mercedes-ის ღირებულება 1%-ით გაიზარდა და 59,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, Tesla-ს ღირებულებამ კი პირიქით 12%-ით იკლო და 58,3 მილიარდი დოლარი გახდა. ამერიკული ავტომწარმოებლის კრახს ანალიტიკოსები მისი მეთაურის ილონ მასკის, ორაზროვან ქცევებს უკავშირებენ.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო კომპანიების პირველი ათეული ასე გამოიყურება: Mercedes-Benz პირველ ადგილზე, Tesla მეორეზე, მესამე პოზიცია წილად ხვდა Toyota-ს 52,7 მილიარდი დოლარით, შემდეგია Porsche (43,1 მილიარდი), მეხუთე ადგილზეა — BMW (41 მილიარდი დოლარი), მეექვსეა – Volkswagen (33,8 მილიარდი დოლარით), მეშვიდე — Honda (26 მილიარდი), Hyundai მერვე ადგილზეა (22,9 მილიარდი დოლარი), მეცხრეა — Ford (20,9 მილიარდი დოლარი), და ბოლოს ათეულს — Audi (14,4 მილიარდი დოლარი) ასრულებს.