LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი გაიხსნება – „აქამდე მშვიდად ვცხოვრობდი, ახლა ღელვა დამეწყო…“

65

Ardaidardo.Ge

15 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, თამრიკო ჭოხონელიძის საღამო გაიმართება, შემდეგ კი მისი ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურის პალატა წარმოადგენს. მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თილისის მერია, მერიის კულტურის საქალაქო სამსახური.


თავად მომღერალი ღონისძიების წინ ძალიან ღელავს. ამის შესახებ ის „ფორტუნას“ ესაუბრა.


თამრიკო ჭოხონელიძე:

აქამდე მშვიდად ვცხოვრობდი, ახლა დიდი ღელვა დამეწყო. არ მინდა, ეს ვინმესთვის გამაღიზიანებელი იყოს და იმედი მაქვს, არც იქნება. საერთოდ, საკუთარ თავთან დაკავშირებით
პომპეზურობის წინააღმდეგი ვარ. ვარსკვლავის გახსნა ძალიან დიდი დაფასებაა და ხალხის სიყვარულის კიდევ ერთი დასტურია. მადლობის მეტი რა მეთქმის დათო ოქიტაშვილის მიმართ. მან მითხრა, რომ ძალიან ხშირად ეკითხებოდნენ, რატომ არ იხსნებოდა თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი… მადლობა ამ ადამიანებს.

რაც შეეხება საღამოს, ეს იქნება სოლოკონცერტი ჩემი დიდი ხნის პარტნიორებთან ერთად, მათ შორის ჩემს დებთან, შვილთან, ეკა კახიანსა და მაია ჯაბუასთან ერთად. იქნებიან ქუჩის მუსიკოსები, ორკესტრი ძალიან საინტერესო შემადგენლობით, რომელსაც მირიან ხუხუნაიშვილი უხელმძღვანელებს. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკა ნიკვაშვილი. მასთან ერთად გავაკეთე შვიდი წლის წინ რეზო ლაღიძის პროექტი. ვფიქრობ, არ იქნება ხმამაღალი განაცხადი, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი ტანდემი წარმატებულად შედგა და კიდევ ერთხელ მივმართე თანამშრომლობისთვის.

შესრულდება როგორც ძველი სიმღერების ახალი ვერსიები, ასევე რამდენიმე სიმღერის პრემიერაც. ვფიქრობ სიურპრიზზეც, რომელსაც მსმენელს ვუმზადებ (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები