LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში შვეიცარიული ბენდის კონცერტი გაიმართება

41

Ardaidardo.Geიტალიური ენის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ორგანიზებით, დღეს, თბილისში შვეიცარიული ბენდ Scala Nobile-ის კონცერტი გაიმართება.

 

როგორც საქართველოში შვეიცარიის საელჩოში განაცხადეს, 19-24 ოქტომბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იტალიური ენის საერთაშორისო კვირეული ტარდება, რომელიც იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. შვეიცარია, ისტორიულად ცნობილი როგორც მრავალენოვანი ქვეყანა, სადაც იტალიური გახლავთ ერთი-ერთი სახელმწიფო ენა, თავის წვლილს შეიტანს ამ ღონისძიებაში და გამართავს შვეიცარიული ბენდის Scala Nobile-ს კონცერტს.

Scala Nobile-ს ხელმძღვანელობს სანდრო შნებელი, რომლის კომპოზიციებიც ვარირებს ჯაზს, ტანგოსა და აღმოსავლურ მუსიკას შორის.

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები