LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„The Guardian”-მა ადგილები დაასახელა, სადაც უფასოდ დაისვენებთ

94

„The Guardian”-მა გამოავლინა მსოფლიოს გარშემო არსებული 6 ადგილი, სადაც დასვენება სრულიად უფასოა. უფრო ზუსტად კი ტურისტებს გარკვეული მოხალისეობრივი საქმის კეთება ევალებათ, რის სანაცვლოდაც სასტუმროში ცხოვრება, კვება თუ გართობა სრულიად უფასოა.

სიაში ერთ-ერთ პირველ ადგილს შრი-ლანკა და მის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქი კანდი იკავებს. კანდიში მდებარე სასტუმრო Helga’s Folly-ს მფლობელი მზადაა, რომ ყველა ხელოვანი სრულიად უფასოდ დაასვენოს. სილვა ბლოუ პერერა ხელოვნებით თავადაცაა გატაცებული და უკვე მრავალი წელია თავისი სასტუმროს კედლებს ხატავს, 2016 წლიდან კი მას სხვა მხატვრებიც ეხმარებიან. სანაცვლოდ კი ბუნებრივია, ისინი სრულიად უფასოდ ისვენებენ.

სიაში მოხვდნენ ასევე კამბოჯა და ფილიპინები, სადაც ჰოსტელების ქსელის Mad Monkey-ს 6 ობიექტია განლაგებული და ისინიც – მხატვრებს, მუსიკოსებს, ფოტოგრაფებს, ბლოგერებსა და სხვა კრეატიული პროფესიების წარმომადგენლებს ელოდებიან. ჰოსტელი მზადაა, რომ ლამაზი ნახატისთვის, საინტერესო ბლოგისა თუ დიჯეობისთვის ნებისმიერი მსურველი 2 კვირით შეიფაროს.

რაც შეეხება საბერძნეთის კუნძულ კორფუს, იქაური ჰოსტელები სამზარეულოსა თუ ბაღში მიხმარებისთვის მოხალისეებს ასევე უფასოდ დაასვენებენ.

აღსანიშნავია, რომ უფასო ადგილთა სიაში ასევე ახალი ზელანდია და მექსიკაც მოხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები