LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Rolling Stones–ის გიტარისტის Ferrari აუქციონზე გაიყიდება

84

The Rolling Stones–ის გიტარისტმა ზედმეტი Ferrari–ის გაყიდვა გადაწყვიტა. საუბარია სპორტულ ავტომობილზე Ferrari 400i, რომელიც კიტ რიჩარდსის საკუთრებაა. მას Sotheby’s–ის აუქციონის სახლი გაყიდის, ინფორმაციას თავად აუქციონის საიტი ავრცელებს.

აუქციონი იტალიურ ქალაქ ფიორანო–მოდენეზეში 9 სექტემბერს არის დაგეგმილი. ავტომობილს რიჩარდსი საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოკლე მანძილზე გადაადგილებისთვის იყენებდა. საერთო გარბენი 3627 კილომეტრია, საბაზრო ღირებულება კი 125–175 ათასი ევრო.

Sotheby’s–ის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ავტომობილი იდეალურ მდგომარეობაშია. რატომ ყიდის გიტარისტი ავტომობილს, რომელიც 35 წელია მასთან არის, უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები