LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TikTok-ის მომხმარებლები ერთმანეთს Kia-სა და Hyundai-ს ავტომობილების გატაცებაში ეჯიბრებიან

51
კია

პოპულარული სოციალური ქსელის TikTok-ის ამერიკელი მომხმარებლები ავრცელებენ ვიდეო ინსტრუქციებს, სადაც Kia-სა და Hyundai-ს ავტომობილების გატაცებას ასწავლიან. თუ რატომ დაინტერესდნენ „ტიკტოკერები“ მაინცადამაინც კორეული ბრენდებით – უცნობია. ფაქტია, რომ პოლიციამ ამ ავტომობილებთან დაკავშირებული დანაშაულის მკვეთრი ზრდა რამდენიმე შტატში დააფიქსირა. ამასთან, ბოროტმოქმედები მანქანებს გასართობად იტაცებენ და არა იმისთვის, რომ გაყიდონ ან რაიმე სხვა სარგებელი ნახონ.

ფლორიდას შტატის პოლიციის ინფორმაციით, ბოლო 3 კვირაში სულ 56 ავტომობილი გაიტაცეს და მათგან 23 კორეული ბრენდის იყო. მინესოტაში Kia-სა და Hyundai-სთან დაკავშირებული დანაშაულის რიცხვი 1300 %-ითაა გაზრდილი. ანალოგიური სიტუაციაა მილოუკშიც, სადაც გამტაცებელთა ბანდა თავის თავს Kia Boys-საც კი უწოდებს.

სტატისტიკის მიხედვით, საშიშ გამოწვევაში მონაწილეობას 14-დან 17 წლამდე მოზარდები იღებენ და მანქანებს ინტერნეტში ნახვების დაგროვებისთვის იპარავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები