მსახიობი თინა მახარაძე წერს, რომ ტაქსიმ, რომელშიც თავად იჯდა, გაჩერებულ მანქანას დაარტყა. მსახიობი ტაქსისტის პასუხმა გააოგნა. თინა აღნიშნავს:
„ორი წუთის წინ შუქნიშანზე გაჩერებულმა ჩემმა ტაქსის მძღოლმა ასევე შუქნიშანზე მის წინ გაჩერებულ მანქანას დაარტყა.
– როგორ დაარტყი-მეთქი გაჩერებულ მანქანას, ვეკითხები.
– რავი, ტელეფონში ვიყავი და არ მახსოვდა რო შუქნიშანზე ვიდექიო“.
მძღოლების მიერ ტელეფონების ხშირი გამოყენება მანქანის მართვისას სერიოზული პრობლემაა. როგორ ფიქრობთ, ტელეფონით ლაპარაკზე უფრო დიდი ჯარიმა უნდა დაწესდეს? გამოთქვით თქვენი აზრი.