LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტკივილი სარძევე ჯირკვალში

102
ტკივილი სარძევე ჯირკვალში

სარძევე ჯირკვალი მთელი სიცოცხლის განმავლობაში განიცდის ცვლილებებს. მის სტრუქტურაზე გავლენას ახდენს ასაკი, სისხლში ჰორმონების შემცველობა, ესა თუ ის სამედიცინო პრეპარატი. მენსტრუაციის, ორსულობის, ძუძუთი კვებისა და მენოპაუზის პერიოდში ქალის ორგანიზმში ესტროგენებისა და პროგესტერონის რაოდენობა იცვლება. სარძევე ჯირკვალი ამ ცვლილებებზე რეაგირებს. ჯირკვალში სითხის რაოდენობა სწორედ ჰორმონებზეა დამოკიდებული. სითხის მომატებისას ძუძუ მგრძნობიარე ან მტკივნეული ხდება. ასაკთან ერთად სარძევე ჯირკვალში ცხიმოვანი ქსოვილი განილევა და მკერდი პატარავდება. შემაერთებელი ქსოვილი, რომელზეცაა დამოკიდებული სარძევე ჯირკვლის სიმკვრივე და ფორმა, ეშვება. იცვლება დვრილიც, პატარავდება და შესაძლოა გაქრეს კიდეც.

თუ ქალს კვანძი აქვს, მაგრამ არაფერი აწუხებს, მკურნალობას არ უნიშნავენ. ზოგი ქალი თავს უკეთ გრძნობს, როცა ნაკლებ ცხიმს, კოფეინს ან შოკოლადს იღებს. ვინაიდან მკერდი განსაკუთრებით მენსტრუაციის დროს შუპდება, ამ პერიოდში ქალს ექიმი მარილის შეზღუდვას ან მსუბუქი შარდმდენის მიღებასაც ურჩევს. რისკფაქტორებს მიეკუთვნება: ძუძუთი კვება მშობიარობიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში; დვრილების დაზიანება, ძუძუს წოვებისას მხოლოდ ერთი პოზიციის გამოყენება, რომელიც მისი სრულფასოვნად დაცლის საშუალებას არ იძლევა; უსაფრთხოების ღვედი, მძიმე ჩანთის საკიდი, რამაც შესაძლოა რძის ნაკადი შეაკავოს; ძლიერი გადაღლილობა და სტრესი; გადატანილი მასტიტი; ცუდი კვება. ინფექციის თავიდან ასაცილებლად მოუარეთ ძუძუსთავებს. ხშირი ბანა არ არის აუცილებელი; საკმარისია, კვებამდე და კვების შემდეგ წაისვათ საკუთარი რძის რამდენიმე წვეთი – მას ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, ხოლო როცა ბავშვი დანაყრდება, ჰაერზე კარგად გაიშრეთ. ძუძუ ხშირად უნდა დაიცალოს. თუ ვერ აწოვებთ, გამოიწველეთ. ეცადეთ, აითვისოთ ძუძუს წოვების სწორი ტექნიკა – ბავშვი მოხერხებულად უნდა გეკავოთ. ძუძუს ბავშვი თანდათანობით, რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა გადააჩვიოთ და არა ერთბაშად.

6 თვეში ერთხელ პროფილაქტიკური ექომამოგრაფიის ჩატარება ყველასთვის აუცილებელია. ბოლო დროს ძალიან გახშირდა სიმსივნური დაავადებები, მათ შორის – ახალგაზრდებთანაც. 6 თვეში ერთხელ გამოკვლევისას, სიმსივნის გაჩენის შემთხვევაშიც კი, მისი ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და განკურნება შესაძლებელია. გახსოვდეთ, სიმსივნურ დაავადებებს ძალზე იშვიათად და მხოლოდ შორს წასულ შემთხვევებში ახასიათებს ტკივილი. ყველაზე ხშირად მისი მიზეზი ბანალური ფიბროზული მასტოპათიაა. თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ამიტომ ტკივილის დროს გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია. უპირველეს ყოვლისა, ჯობს, მამოლოგს მიმართოთ. სარძევე ჯირკვლების ანთებითი დაავადებების დროს კვლევის იდეალური მეთოდია ექოსკოპია. ლაქტაციის პერიოდში, თუ რამე სიმაგრე შეამჩნიეთ, ჩირქოვანი პროცესის გამოსარიცხად აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ ექოსკოპია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები