LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოიოტა მსოფლიო პრემიერისთვის ემზადება

34

ზუსტად ორ კვირაში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტოკომპანია „ტოიოტა“ ორი ახალი ავტომობილის პრემიერას გვპირდება. როგორც კომპანიის მესვეურები აცხადებენ, წარმოდგენილი იქნება ახალი თაობის ჰიბრიდი „პრიუსი“ და СH-R-ის კონცეპტი. ეს უკანასკნელი დილერებისა და მომხმარებლების წინაშე 2014 წელს გამოჩნდა.

 

კომპანიამ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე, ყოველგვარი კამუფლაჟისა და დაფარვის გარეშე გამოაქვეყნა ახალი ავტომობილების სურათები, რომელსაც ოფიციალური თიზერის სახე მისცა. „ტოიოტა“ არ აკონკრეტებს რა იქნება ვიზუალური მხარის გარდა, ახალი თაობის ავტომობილებსა და ძველებს შორის სხვაობა. ყოველ შემთხვევაში, ავტოდილერები და კრიტიკოსები ახალი თაობის ავტომობილებს დიდ წარმადებას უწინასწარმეტყველებენ.