ავტომოყვარულებში ტოკიო, ღამის არალეგალური რბოლების წყალობით, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი რბოლის დროს გადააყწდნენ ქუჩის მრბოლელები მიწისქვეშა პარკინგს, სადაც უიშვიათესი და უნიკალური სუპერქარები იყვნენ მოთავსებული.
პარკინგი კაბუკიჩოს ქუჩის კუთხეში მდებარეობს და ბოლო დროს ქუჩის მრბოლელების საყვარელ თავშეყრის ადგილად გადაიქცა. გასულ უქმეებზე კი მათ სიყვარულს უამრავი ახალი, უნიკალური საავტომობილო ეგზემპლიარი შეემატა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფმა, რომელმაც ეს ”აღმოჩენა” გააკეთა, ვიდეო გადაიღო და უნიკალური ავტომობილების ამსახველი კადრები, სოც-ქსელში განათავსა…