LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tommy Hilfiger და Rossignol მოთხილამურეებზე ზრუნავენ

67

სათხილამურო ეკიპირების მწარმოებელმა  ბრენდმა Rossignol-მა Tommy Hilfiger-თან ერთად ტანსაცმლისა და აქსესუარების ახალი კოლექცია გამოუშვა. თუმცა, ჰილფიგერის ტრადიციულ თეთრ, წითელ და ლურჯ ფერებში შექნილი ქურთუკები და დათბილული შარვლები არა მარტო მოთხილამურეებს, არამედ  სპორტული სტილის ნებისმიერ მოყვარულს გამოადგება ზამთრის სუსხიან დღეებში.

კოლექცია, რომელმაც სხვა აქსესუარებთან ერთად სათხილამურო ბათინკებიც წარმოადგინა, გაყიდვაში მხოლოდ ოქტომბერში გამოჩნდება, მოდელების შეძენა კი, 499-699 ევროდ იქნება შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები