LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტონი კროოსი წლის ადამიანი გახდა

44

Kicker-მა მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი წლის ადამიანად დაასახელა.
გერმანელმა კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო.

„რედაქცია გამოხატავს მადლიერებას გერმანიის ნაკრების მიმართ კროოსის უდიდესი სპორტული მიღწევების გამო და გამოარჩევს მას როგორც პიროვნებას“, – ნათქვამია Kicker-ის განცხადებაში.

ბასტიან შვაინშტაიგერი – ბოლო გერმანელია, ვისაც ეს ჯილდო მიუღია. ის წლის ადამიანი 2010 წელს გახდა.

2016 წელს კროოსმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და პირველი გერმანელი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ეს ტროფეი ორ სხვადასხვა კლუბში აქვს მოგებული.

2016/17 წლების სეზონში კროოსმა „რეალში“ 20 მატჩი ითამაშა, გაიტანა ერთი გოლი და 9 საგოლე პასი გააკეთა.

 

C0nLiPdXEAAM1jt

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები