ინტერნეტ გამოცემა PCMAG-მა ბიზნეს ლეპტოპის ტოპ 10–ის სია გამოაქვეყნა.
ტოპში გაერთიანებული სხვადასხვა ბრენდები ერთმანეთისგან ტექნიკური მახასიათებლებითა და ფასებით განსხვავდება.
ზოგიერთი მოდელი ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპის პროცესორზე მუშაობს, თუმცა უნივერსალურად, ოპერატიულ მეხსიერებასა თუ სხვა მაჩვენებლებზე საუბარი შეუძლებელია, ამიტომ განვიხილოთ სათითაო მოდელი და მათი წარმადობა ზემოთ ნახსენები კლასიფიკატორის მიხედვით.
საოფისე საქმიანობებისთვის კომპიუტერულ ტექნიკას სტილური Gaming Laptop-ისთვის დამახასიათებელი მონაცემები, როგორც წესი, არ მოეთხოვება, თუმცა თანამედროვე საოფისე პროგრამები მოიხმარენ საკმაო რაოდენობის RAM-ს, რის გამოც, როგორც გამოჩნდა, ტოპში შემავალი საუკეთესო მოდელები ოპერატიული მეხსიერების სიუხვით გამოირჩევა. როცა საქმე საუკეთესო მოდელებს ეხება, ამ კლასში შემავალი მოდელები არც ისე დაბალფასიანია.
ინტერნეტ გამოცემამ ლეპტოპები 5 ქულიანი სისტემით შეაფასა. აღსანიშნავია, რომ ვერცერთმა მათგანმა ვერ აიღო ხუთივე ქულა.
წარმოგიდგენთ ტოპს:
1. Dell Precision 15 5000 Series (5510)
ფასი: 1399 $
Intel Core Xeon E3-1505M v5-ზე მომუშავე Dell-ის ლეპტოპი, გარდა იმისა, რომ ბიზნეს ლეპტოპისთვის ზედმეტად კარგი პროცესორითაა წარმოდგენილი, მყარი დისკის საკმაო ტევადობას სთავაზობს მომხმარებელს. სტანდარტული მოდელი წარმოდგენილია 1.5 TB მოცულობით და ასევე გააჩნია 16 GB-იანი ოპერატიული მეხსიერება.
2. Lenovo ThinkPad T450s
ფასი: 1430 $
Lenovo-ს ეს კონკრეტული მოდელი მუშაობს Intel Core i5-5300U-ის პროცესორზე, რომლის სიხშირეც 2.3 Ghz-ით განისაზღვრა. ოპერატიული მეხსიერება კომპანიის გადაწყვეტილებით 8GB-ს შეადგენს. აღნიშნული მოდელის პლუსებად შეიძლება მისი ელემენტი, დისფლეი და პროცესორის წარმადობა ჩაითვალოს. ახალი მოდელის მინუსი მისი მყარი დისკის ტევადობაა, რომელიც 256 GB-ს შეადგენს.
3. Apple MacBook Air 13-Inch (2015)
ფასი: 930 $
Apple-ის ლეპტოპი ამ პოსტში წარმოდგენილი ყველა სხვა ლეპტოპისგან, მისი ოპერაციული სისტემით განსხვავდება. MacOS-ი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური, დაცული და Office friendly ოპერაციული სისტემაა, რომელზეც უამრავი კომპანია აკეთებს არჩევანს. ლეპტოპი აღჭურვილია 1.6 Ghz-იანი Intel Core i5-5250U-ის პროცესორით. მისი ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 4 GB-ს. სამწუხაროდ, მყარი დისკის ტევადობა განისაზღვრა 128 GB-ით. აღნიშნული მოდელის ყველაზე დიდი პლუსი სისტემაა და არა მისი მონაცემები.
4. Dell Latitude 14 7000 Series
ფასი: 1370 $
ტოპში მეორე Dell-ის ლეპტოპი, რომელიც Intel Core i5-5200U-ის პროცესორზე მუშაობს. აღნიშნული მოდელი ფასის შესაბამისია და მისი მონაცემები საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება: 8 GB ოპერატიული მეხსიერება, 14 ინჩიანი Full HD დისფლეი, კარგი ხმა, და მსუბუქი წონა. მოდელის ერთადერთ ნაკლად მისი მყარი დისკის ტევადობა შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც აშკარად არაა მისი ფასის შესაბამისი. კომპანიამ მოდელისთვის მხოლოდ 256 GB გაიმეტა.
5. Getac V110
ფასი: 3300 $
ყველაზე ძვირადღირებული საოფისე ლეპტოპი, ზედმეტი გამძლეობით გამოირჩევა. ოფისში მისი გამოყენება შეიძლება არაპირდაპირი დანიშნულებითაც. შეგიძლიათ შესვენებაზე გაერთოთ მისი კედელზე მიხეთქებით ან თანამშრომლებს ფიზიკურადაც გაუსწორდეთ და თქვენს ლეპტოპს ერთი ნაკაწრიც კი არ ექნება. ეს ხუმრობით, ისე კი აღნიშნული მოდელი აღჭურვილია Intel Core i5-5200U-ის 2.2 გიგაჰერციანი პროცესორით, 8 GB ოპერაიტულითა და 128 GB მყარი დისკის ტევადობით.
6. Lenovo ThinkPad Yoga 260
ფასი: 1199 $
12.5 ინჩიანი ლეპტოპი, რომელიც Intel Core i5-6200U-ის პროცესორზე მუშაობს, ლენოვოს ნამდვილი ფლაგშიპია ამ ხაზში. მისი მთავარი ღირსება მოდელის ოპერატიული მეხსიერება, პროცესორის სიხშირე (2.8 Ghz) და ვიდეო დაფის ტევადობაა. ერთადერთ მინუსად მისი მყარი დისკის ოდენობა შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც 256 GB-ით განისაზღვრა.
7. Acer TravelMate P645
ფასი: 1128 $
საკმაოდ ძლიერ პროცესორზე მომუშავე Acer-ის ლეპტოპი ბიზნეს კლასის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმოამდგენელია. მისი მონაცემები არც მეტი, არც ნაკლები ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ლეპტოპზე მაღლა დგას. Intel Core i7-5500U-ზე მომუშავე ეს ძლიერი ,,მხეცი’’, კომპანიის მიერ წარმოდგენილ ბიზნეს მოდელებს შორის, ყველაზე ძლიერი სპეციფიკაციებით ხასიათდება. მისი ოპერატიული მეხსიერება განისაზღვრა 8 GB-ით, ხოლო მყარი დისკის ტევადობა 256 GB-ს შეადგენს.
8. Apple MacBook Pro 15-Inch With Retina Display
ფასი: 1999 $
Apple-ის მორიგი ლეპტოპი ტოპში, რომელიც ბიზნეს კლასის მოდელებს შორის, საკმაოდ მსუყე მონაცემებით გამოირჩევა. მისი პროცესორის სიხშირე 2.2 Ghz-ს შეადგენს, ხოლო ოპერატიული მეხსიერება 16 GB-ია. აღნიშნული სისტემისთვის ამ ტევადობის RAM-ი ნამდვილად ლეპტოპის ჰიპერ სისწრაფესა და სუპერ წარმადობას განსაზღვრავს.
9. Lenovo ThinkPad X250
ფასი: 799$
ტოპში ყველაზე იაფი ლეპტოპი, არც ისე ცუდი მონაცემებით გამოირჩევა. მისი პროცესორი Intel Core i5-5200U-ით განისაზღვრა, ხოლო ოპერატიული მეხსიერება კი შეადგენს 8 GB-ს. ლეპტოპის მთავარი მახასიათებელი მისი ელემენტის სიმძლავრე, წონა და ხარისხიანი დისფლეია, რომელიც 12.5 ინჩიანი Full HD გაფართოებისაა.
10. Dell Chromebook 13
ფასი: 729 $
Intel Core i5-5300U-ის პროცესორზე მომუშავე ძლიერი ლეპტოპი, მისაღებ ფასად ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია ბიზნეს კლასში არსებულ მოდელებს შორის. სამწუხაროა, რომ მისი ყველა ფუნქცია, Google-ის Cloud სისტემებს ეფუძნება, რის გამოც მყარი დისკის ტევადობა 32 GB-ით განისაზღვრა. იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც Google-ის სერვისები სჭირდება.
ბიზნეს ლეპტოპების ფასები მოცემულია აშშ დოლარში, ონლაინ მაღაზია bestbuys, Amazon-ის Pricelist-ის მიხედვით.