LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპ-6 რჩევა: როგორ უნდა იაროთ ცარიელი ავზით

156

ნებისმიერ ავტომოყვარულს ჰქონია შემთხვევა, როდესაც საწვავის მაჩვენებელი ნათურა წითლად ციმციმებს.

ექსპერტებმა იმ წესების ჩამონათვალი შეადგინეს, რაც ასეთი სიტუაციისგან თავის არიდებაში დაგეხმარებათ.

ექსპერტების პირველი რჩევაა განვსაზღვროთ საწვავის მარაგი. აღმოჩნდა, რომ მოწყობილობათა პანელზე ნულოვანი მარაგი სინამდვილეში იმას ნიშნავს, რომ ავზში 5-6 ლიტრი საწვავი მაინც არის. ეს კი რამდენიმე ათეულ კილომეტრს ეყოფა და წესით უახლოეს ავტოგასამართ სადგურამდე მიაღწიოთ.

დიზელის ავტომობილების მფლობელებს უნდა ახსოვდეთ, ცარიელი ავზით სიარული მათთვის განსაკუთრებით უსიამოვნო შეიძლება აღმოჩნდეს.

ასევე, არ დატვირთოთ გაზისა და მუხრუჭის სატერფულები. როდესაც სიჩქარეს აკრებთ, აღარ დაამუხრუჭოთ, რადგან კიდევ ერთხელ სიჩქარის ასაკრებად საწვავი იხარჯება. ამიტომ, გამოთვალეთ ოპტიმალური სიჩქარე. თუკი გზა საშუალებას გაძლევთ, მაღალი სიჩქარით იარეთ. რეკომენდირებულია 1500-3000 ბრუნი, ეს კი თავად ავტომობილის პარამეტრებზეა დამოკიდებული.

რჩევებს შორის შემდეგი ფარებსა და კონდინციონერზე ურაის თქმაა, რითიც კიდევ დამატებით 1-2 ლიტრ საწვავს დაზოგავთ ას კილომეტრზე.

და ბოლოს, თუკი წინ დიდი დაღმართი გაქვთ, შეგიძლიათ უბრალოდ ძრავი გამორთოთ და ინერციით იაროთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები