დანსფოლდის აეროდრომი, სადაც Top Gear-ის სატესტო ტრეკი მდებარეობს, დასახლებად გადაიქცევა. შესაბამის გადაწყვეტილებას დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მხარი უკვე დაუჭირა.
შოუ Top Gear დანსფოლდის აეროდრომს საცდელ პოლიგონად 2002 წლიდან იყენებს. ახლა აქ 1 800 სახლის აგება იგეგმება. ასევე აშენდება სამედიცინო ცენტრი, პარკები და სპორტული მოედნები. ასევე, გაფართოვდება უკვე არსებული ბიზნეს ცენტრი, სადაც ასამდე კომპანიის ოფისია განთავსებული.
დანსფოლდის აეროდრომის გადაკეთებას მთავრობა 2015 წლიდან განიხილავს. ადგილობრივი მოსახლეობა გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, რადგან ვარაუდობენ, რომ ახალი დასახლება გზებს გადატვირთავს.