LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

McLaren-მა 60 წლის იუბილე ეფექტური დრიფტით აღნიშნა Top Gear-ის პოლიგონზე – ვიდეო

113
Capture

„მაკლარენმა“ 60 წლის იუბილე სუპერქარ Artura-ის დრიფტით აღნიშნა Top Gear-ის სატესტო ტრეკზე. 2021 წლის დასაწყისში შედგა კუპე McLaren Artura-ის პრემიერა – High-Performance Hybrid-ის ახალი ოჯახის პირველი სუპერქარის, რომელიც ამასთანავე გახდა პირველი მასობრივი ჰიბრიდული სუპერქარი მარკის ისტორიაში. ინოვაციურ მოდელს ავტომწარმოებელი აქტიურად იყენებს სხვადასხვა ღონისძიებებში და ახლა ბრენდის იუბილეს საქმეშიც ჩართეს.

2023 წელს ბრიტანული ავტომწარმოებელი მასშტაბურად ზეიმობს 60 წლის იუბილეს. დამატებით, ბრენდის საპატიო წევრებისთვის სხვადასხვა სახის ზეიმებსაც აწყობენ. თუმცა არ ავიწყდება საკუთარი თავიც.

დანსფოლდ პარკის ტრასაზე, რომელიც საკულტო ტელეშოუს Top Gear-ის გადასაღებ მოედნად არის ცნობილი, ორმა ჰიბრიდულმა კუპე McLaren Artura-მა სასეირო დრიფტი მოაწყვეს. ბოლოს მანქანებმა სალტეებისგან რიცხვი 60 დაწერეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები