ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი ტოპ-კლუბებს საშუალებას მისცემს სეზონში 100 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშაონ.
უეფა პირდება ევროთასებზე საპრიზო თანხები გაზარდოს.
ევროპული კლუბების ასოციაციამ ამ ორგანიზაციის პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგესთან ერთად და უეფამ შეიმუშავეს მოდელი, რომელიც წამყვანი კლუბების შემოსავლების მატებას ითვალისწინებს.
ჩემპიონთა ლიგის მონაწილეები 3.2 მილიარდ ევროს გაინაწილებენ, ამჟამად ეს თანხა 2,35 მილიარდს შეადგენს.
ლიგის ახალი ფორმატი 2018/19 წლების სეზონიდან ამოქმედდება.