უნდა გამოვტყდეთ, რომ წარმომავლობის მიუხედავად სტანდარტული Mercedes GLE Coupe არცთუ ისე ამაღელვებლად გამოიყურება, რისი გამოსწორებაც ტუნინგატელიე Topcar Inferno-მ სცადა. მცდელობამ ავტომობილის ძირეულად შეცვლა გამოიწვია. გატუნინგებული მოდელი კი უფრო მამაკაცური და მოდური გახდა.
ავტომობილმა პლასტმასისგან დამზადებული წინა ტუჩი მიიღო. აგრესიული სავენტილაციო ცხაურებით და რელიეფური კაპოტით, რომელიც კარბონის დეტალებისგან იქნა დამზადებული, ავტომობილმა საკმაოდ საინტერესო ვიზუალი მიიღო. წინა ტუჩის გარდა შეიცვალა უკანა ტუჩიც.
ტუნინგ-პაკეტის ფასი 17 000 ევროს შეადგენს, რომელიც 21-23 დიუმიანი მსუბუქი დისკების კომპლექტსაც შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ატელიე მომხმარებლებს ავტომობილის რამდენიმე ტუნინგ ვერსიას სთავაზობს, იქნება ეს ძრავის ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესება, თუ სალონის დიზაინი.
შეგახსენებთ, რომ Mercedes GLE Coupe ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა და BMW X4-ის მთავარ კონკურენტად მოიაზრებოდა. სტანდარტული GLE-ს ძრავი 249-დან 367 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუმცა, Topcar Inferno მომხმარებლების მოთხოვნის შესაბაიმსად, ძრავის გაუმჯობესებასაც სთავაზობს…