LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TopGear-ის დაზიანებული BMW M3 გაიყიდა

52

ბრიტანეთის მაცხოვრებელმა რობ უილისმა სრულიად შემთხვევით შეიძინა დაზიანებული BMW M3, რომელიც ყველასათვის ცნობილი გადაცემის, TopGear-ის მეოთხე სეზონის 22-ე ეპიზოდში მონაწილეობდა. სწორედ ამ ავტომობილით შეასრულა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ჯერემი კლარკსონმა ურთულესი დრიფტ ტრიუკები.

უილისი 27 წლის IT-მენეჯერია, რომელმაც ავტომობილი 3 თვის წინ, ერთ-ერთი დილერისგან შეიძინა 50ათას დოლარად. ერთი თვის გასვლის შემდეგ, მან შეამჩნია დაზიანებული ე.წ ”რულავოის” დეფექტი და კერამიკული სამუხრუჭე სისტემა.

2 კვირის გასვლიშ შემდეგ, როდესაც მან TopGear-ს უყურა, შეამჩნია, რომ გადაცემაში გამოყენებული სანომრე სერია მისი ავტომობილის იდენტური იყო და უმალვე დაუკავშირდა დილერს. დილერმა შეცდომა აღიარა და უილისს პრობლემის მოგვარებასაც დაპირდა, რადგან უილისმა სადილერო კომპანიას აუხსნა, რომ ის 3 თვის განმავლობაში მათი წყალობით საკუთარი თავის გარდა, 3 მცირეწლოვან შვილს აგდებდა საფრთხეში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები