პოპულარული გადაცემის „TopGear” ყოფილი წამყვანები ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი ახალი ტიპის შოუს დაწყებენ გეგმავენ, რომელსაც სახელად DriveTube ეწოდება.
როგორც ცნობილი ხდება, საიტი საავტომობილო ვიდეოთამაშის Twitch ანალოგი იქნება, სადაც მომხმარებლები გაერთიანდებიან კლანებად და საიტის საშუალებით ვიდეოებს მთელს მსოფლიოს გაუზიარებენ.
ჯერჯერობით საიტის მთავარ გვერდზე მხოლოდ რეგისტრაციისთვის განკუთვნილ ლინკებს შეხვდებით, მაგრამ, როგორც ცნობილია, 2016 წლის მიწურულს საიტი სრულად ამოქმედდება. ამ დროისათვის პროექტზე 20-მდე ადამიანი მუშაობს, წლის ბოლომდე კი მათი რიცხვი 60-მდე გაიზრდება.
ცნობილია ისიც, რომ იგეგმება საიტის რამდენიმე ენაზე გადათარგმნა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ TopGear-ის ყოფილი წამყვანების გუნდი შოუს მთელს მსოფლიოს გაუზიარებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტში აქტიურადაა ჩართული პოპულარული შოპინგ პორტალი Amazon.com, რომელმაც ჯერემის, რიჩარდსა და ჯეიმსს გასულ წელს ახალი პროექტის წამოწყებაში სრული ფინანსური დახმარება აღუთქვა.
ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ფაქტია, რომ რამდენიმე დღის წინ შექმნილმა საიტმა და Facebook გვერდმა, ავტომოყვარულებისა და კრიტიკოსების ყურადღება უკვე მიიქცია. როგორც ჩანს, მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის ”შესანიშნავი სამეულის” დაბრუნებას.