ესპანური „ბასკონიას“ ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ იმდენად ძლიერად შეუტია რუსული „ხიმკის“ ფარს, რომ ის გაიბზარა და უვარგისი გახდა.
ევროლიგის მატჩში თოკოს „ბასკონიამ“ სტუმრად აჯობა „ხიმკის“ – 85:77. სტუმრებმა რუსებს არა მარტო განწყობა, არამედ ინვენტარიც გაუფუჭეს.
შენგელია ზემოდან ჩატენვას შეეცადა, მაგრამ კალათის ნაცვლად ფარს მოარტყა და კონსტრუქცია იქვე გაიბზარა და ნამსხვრევებად იქცა. ფარის გამოცვლას 20 წუთი დასჭირდა, ამ დროში გუნდები მეორე კალათთან ვარჯიშობდნენ, როგორც ძველ დროში ფიზკულტურის გაკვეთილებზე.
Shengelia, az önce Khimki’nin potasını kırdı! ?? pic.twitter.com/cZ4SPFGMwT
— NF (@NFcomtr) December 27, 2018