მსოფლიოში პირველი ტყუილის მუზეუმი ტოსკანაში გაიხსნება. დაწესებულება, რომელიც ყველა სახის ტყუილს მოიცავს, მნახველთა მიღებას 5 აგვისტოდან დაიწყებს. საინტერესოა, რომ ამ დღესვე დაიწყება მატყუარათა ფესტივალიც, რომელსაც იტალია უკვე 42-ედ მასპინძლობს. რაც შეეხება მუზეუმს, მის 9 დარბაზში ტყუილის თემატიკისადმი მიძღვნლი პლაკატები, ლოზუნგები, სურათები და ნახატები გამოიფინება. თუმცა, ყველაზე საინტერესო იქნებაექსპოზიციის დასასრული, სადაც დამთვალიერებლებს იმ ცრუ ფაქტებისა და რწმენების შესახებ მოუთხრობენ, რისაც მთელ მსოფლიოს სჯერა.